დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს" ხელი მოაწერა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონს რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესების შესახებ ხელი მოაწერა. ინფორმაცოას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს - "ლინდსი გრემის რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ 2026 წლის აქტი“ - მხარი 262-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 159-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა. აშშ-ის სენატმა კი კანონპროექტს მხარი 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

კანონპროექტს სახელი სამხრეთ კაროლინელი "რესპუბლიკელის" ლინდსი გრემის პატივსაცემად დაერქვა. გრემი, რომელიც რუსეთის მიმართ ხისტ პოლიტიკას მუდმივად უჭერდა მხარს, ამ კანონმდებლობის აქტიური მხარდამჭერი იყო.

კანონპროექტი, რომლის ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) არიან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადის გახანგრძლივებას და რუსი მაღალჩინოსნების, ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!