აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 2.68 მილიარდი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის საშუალებებისა და საბრძოლო მასალების შესაძლო მიყიდვა დაამტკიცა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„შეთავაზებული მიყიდვის გაფორმების შემთხვევაში, უკრაინა მას დააფინანსებს ევროპული ფინანსური შენატანებისა და აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით, რომლებიც წინა ადმინისტრაციის დროს იქნა გამოყოფილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, უკრაინის მთავრობამ შემდეგი არაძირითადი აღჭურვილობის შეძენა ითხოვა: S-300-ის ანალოგი რაკეტები, GAM-67-ის რაკეტები, შორი მოქმედების ლაზერული მართვის სარაკეტო სისტემები, იმპროვიზებული სატრანსპორტო გამშვები დანადგარები, მობილური გამშვები სისტემების მოდიფიკაციის კომპლექტები, RPS 202 ტიპის დრონების საწინააღმდეგო რადარები, ძირითადი მოდიფიკაციები და ტექნიკური მომსახურება, სათადარიგო ნაწილები, სახარჯი მასალები და კომპონენტები, შეკეთების მხარდაჭერა, პროგრამული უზრუნველყოფა, ტექნიკური დოკუმენტაცია, სატრანსპორტო მხარდაჭერა, აშშ-ის მთავრობისა და კონტრაქტორების საინჟინრო, ტექნიკური და ლოჯისტიკური მხარდაჭერის სერვისები, ასევე ლოჯისტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის სხვა კომპონენტები.

„აღნიშული შეთავაზებული გაყიდვა ხელს შეუწყობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნების მიღწევას, რადგან გააძლიერებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ძალაა. ეს გაყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!