ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვი ლიდერობს, - ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 40%-ის დათვლის შედეგად, „არჩევნებში“ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი ლიდერობს.
კამბოლოვი ხმების 88.4%-ით პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე მურატ ვალიევია (4.3%), მესამეზე - კაზბეკ კოდოევი (1.1%), ხოლო ბოლო ადგილს ზურაბ კოკოევი (1.0%) იკავებს.
ზურაბ კოკოევმა მარატ კამბოლოვს გამარჯვება უკვე მიულოცა.
ე.წ. ცესკოს განცხადებით, „არჩევნებზე“ აქტივობა 73.2% იყო.
მარატ კამბოლოვმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „წინ ბევრი სამუშაოა“.
„მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი რესპუბლიკა, ჩვენი ცხინვალი. ჩვენ მისი გაძლიერება შეგვიძლია“, - აღნიშნა კამბოლოვმა.