რუსებმა სუმის ოლქს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსულმა ძალებმა სუმში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მართვადი ავიაბომბით დაარტყეს, რის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.
ასევე, ბელოპოლიეს თემში დრონით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
რუსების იერიშის შედეგად, სუმის ოლქში 8 მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა, 2 სასწავლო დაწესებულება და 20-ზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.