რუსეთი უკრაინის მოკავშირეებს თავს უკვე დაესხა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის შეკითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ პოლონეთის ლიდერები რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო შეშფოთებულები არიან.
„ისინი უკრაინის მოკავშირეებს უკვე დაახლოებით ხუთი წელია თავს ესხმიან. ვფიქრობ, ამაზე ყველა თანხმდება“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი „ვითარებას აკონტროლებს“.
„შესანიშნავი პრეზიდენტი ჰყავთ, რომელიც ტრამპის დიდი გულშემატკივარია. ის მე-12 ადგილზე იყო, შემდეგ მე მხარდაჭერა გამოვუცხადე და ახლა პრეზიდენტია. ის შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს და ვითარებას აკონტროლებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.