რუსული მედია - რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების პირველ დღეს ამომრჩეველთა აქტივობამ 29.66% შეადგინა

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების პირველ დღეს ამომრჩეველთა აქტივობამ 29.66% შეადგინა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული ფორმატით ხმა დარეგისტრირებული 4 041 637 ადამიანიდან 2 854 195-მა მისცა და აქტივობა 70.62%-ს შეადგენს.

ასევე, ცესკოს ცნობით, არჩევნების პირველ დღეს მოსკოვში ხმა 2.3 მილიონმა ადამიანმა მისცა.

შეგახსენებთ, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 18-20 სექტემბერს გაგრძელდება.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში ათი პარტია მონაწილეობს: „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია”, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია”, „მწვანეები“, „სამართლიანი რუსეთი“, „როდინა“, „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია”, „პენსიონერთა პარტია”, „რუსეთის კომუნისტები” და „ახალი ხალხი“. მათ, საერთო ჯამში, 4 500 კანდიდატი წარადგინეს.

სახელმწიფო დუმაში 450 ადგილია. მათგან ნახევარი ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ პარტიების სიების მიხედვით გადანაწილდება, ხოლო დანარჩენი გამარჯვებულები ერთმანდატიან ოლქებში გამოვლინდებიან.

რუსული მედიის ცნობით, არჩევნებისთვის სულ 111 037 047 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!