მარია ზახაროვა - ქართველ და რუს ხალხს ერთმანეთი მოენატრა

ქართველ და რუს ხალხებს ერთმანეთი მოენატრათ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ეკატერინბურგში გამართულ ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, საქართველოს დელეგაციას ამ პლატფორმაზე პირველად არ ხედავთ. დიახ, ჩვენ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, თუმცა ამავდროულად, სავაჭრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული სფეროები აქტიურად ვითარდება. და ბოლოს, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ სიტყვა „ალილუიას“, რადგან ეს დიდხანს ნანატრი იყო - სავიზო შეზღუდვები მოიხსნა. ის, რაც საქართველოდან მხოლოდ ცალკეული ჯგუფებისა და დელეგაციებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებიც ამ ფორუმზე ჩამოდიოდნენ, ახლა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს შეუძლია. ჩვენ ყველას ველოდებით. ჩვენ ერთმანეთი მოგვენატრა“, - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, „საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის ღია ტურისტული მარშრუტები ვითარდება“ და აღნიშნა, რომ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას ესაუბრა.

„როგორ ხვდებიან იქ ჩვენებს, როგორ კარგ მომსახურებას სთავაზობენ. შემიძლია რუსეთზეც იგივე ვთქვა. ველით ტურისტულ ნაკადებს. ჩვენ ბარიერები არასდროს აღგვიმართავს მათთვის, ვინც ჩვენთან მშვიდობიანად ჩამოდიოდა. იქნებოდნენ ესენი არამეგობრული რეჟიმის მქონე ქვეყნების წარმომადგნელები, თუ იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი მოკავშირეები არიან. სეგრეგაცია არასდროს ყოფილა“, - აღნიშნა ზახაროვამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!