კიევის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ მშვიდობა და მოლაპარაკებები არ იყოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.„კიევის რეჟიმის წარმომადგენლები, კიევის ხელმძღვანელობა, მშვიდობაზე საუბრობენ, ვითომდა მოლაპარაკებების განახლებას გვთავაზობენ. სინამდვილეში კი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არანაირი მშვიდობა და არანაირი მოლაპარაკებები არ იყოს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, „კიევის ხელმძღვანელობა თავის ქვეყანაში არჩევნებს არ ატარებს, თუმცა ცდილობს საარჩევნო პროცესს ხელი რუსეთში შეუშალოს“.
ასევე, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ევროპის ქვეყნების მიმართ აგრესიული განზრახვა არ აქვს.
„კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთს ევროპისა და ევროპული ქვეყნების მიმართ არანაირი აგრესიული განზრახვა არ გააჩნია. ჩვენს ევროპელ მეზობლებთან თანამშრომლობისთვის და ურთიერთობების აღსადგენად მზად ვართ“, - აღნიშნა პუტინმა.