ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა.მოქალაქეების განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები, აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე შეიქმნა.
გზებზე წყალმა შეაფერხა საავტომობილო მოძრაობაც.
ადგილობრივები, სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ, ამბობენ რომ ძლიერი წვიმის დროს, დატბორვის შემთხვევბი ფიქსირდება, რაც გადაადგილებაში ხელს უშლით. მოქალაქეები ბათუმის მერიას მიმართავენ.