შესაბამისად, დღეს ~ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ წევრები პარლამენტის რიგგარეშე სხდომას დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაცია მოძრაობის პრესსამსახურმა გაავრცელა. ~პოლიტიკურ ბოიკოტს ~ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ წევრები მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ, რადგან ანტიკრიზისულ მემორანდუმში შესულ საკითხებზე ხელისუფლებასთან შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. მომავალ სასესიო კვირას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იგეგმება მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების განხილვა, რის გამოც ~ქრისტიან-დემოკრატები~ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებას აუცილებლობად მიიჩნევენ~,-აღნიშნულია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.