დონალდ ტრამპი - თავისუფალი პრესის აკრძალვა, არა? ეს ძალიან მარტივი აკრძალვაა - მე ისინი ჩემს ოფისში არ მინდა

თავისუფალი პრესის აკრძალვა, არა? - ეს ძალიან მარტივი აკრძალვაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია თეთრ სახლში მედიასაშუალებებისთვის დაშვების აკრძალვა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ეს ძალიან მარტივია“.

„თავისუფალი პრესის აკრძალვა, არა? ეს ძალიან მარტივი აკრძალვაა. მე ისინი ჩემს ოფისში არ მინდა. მათი აქ ყოფნა არ მინდა. აკრძალვა იქამდე გაგრძელდება, რამდენიც შესაძლებელი იქნება. თუ ისინი გამოსწორებას შეძლებენ, მაშინ ეს კარგი იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ CNN-ის, MS NOW-სა და Politico-ს ჟურნალისტებს „მათი მხრიდან „ყალბი ამბების“ მუდმივი გავრცელების გამო“ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!