რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა

მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემაზე კიბერშეტევა განხორციელდა, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ განაცხადა.

„მთელი ღამის განმავლობაში მოსკოვის სისტემაზე ძლიერი თავდასხმა გრძელდებოდა. ეს თავდასხმა გრძელდება და ის ძლიერი და მასშტაბურია“, - განაცხადა პამფილოვამ.

მისი თქმით, მოსკოვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„ყველა თავდასხმა მოგერიებულია. ტექნიკური სპეციალისტები ვითარებას სრულად აკონტროლებენ“, - აღნიშნა რუსეთის ცესკოს თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები გუშინ დაიწყო. ხმის მიცემის პროცესი სამი დღის განმავლობაში, 18-20 სექტემბერს გაგრძელდება.