„გრემის კანონი“ სამხედრო შეკავების ენით პასუხს იმსახურებს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„ოკეანის გაღმა მხოლოდ პირდაპირი სამხედრო შეკავების ენა ესმით, რომლითაც უნდა ვუპასუხოთ ისეთ რუსოფობიურ საზიზღრობას, როგორიც მკვდარი ტერორისტის გრემის სახელობის კანონია“, - განაცხადა მედვედევმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტს" ხელი მოაწერა.
კანონპროექტი, რომლის ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) არიან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას აძლევს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადის გახანგრძლივებას და რუსი მაღალჩინოსნების, ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.