წინასწარი შედეგებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მარატ კამბოლოვი ლიდერობს, - ინფორმაციას სააგენტო RES-ი ავრცელებს.
ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ხმების 99%-ის დათვლის შედეგად, „არჩევნებში“ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი პირველ ადგილს იკავებს.
მარატ კამბოლოვმა ხმების 85.12% მიიღო.
მეორე ადგილზე მურატ ვალიევი გავიდა (3.75%), მესამეზე - კაზბეკ კოდოევი (2.4%), ხოლო ბოლო ადგილი ზურაბ კოკოევმა (1.35%) დაიკავა.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 18 სექტემბერს ჩატარდა.