ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს.

„არჩევნებში ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენ მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი დაადასტურა“, - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში.

პუტინი აცხადებს, რომ „მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“.

„დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს მეთაურის რანგში ხელს შეუწყობს მათ შემდგომ განვითარებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესების შესაბამისად“, - აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 18 სექტემბერს ჩატარდა. ხმების 99%-ის დათვლის შედეგად, პირველ ადგილს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მარატ კამბოლოვი იკავებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!