ედგარს რინკევიჩი - ევროპას სარაკეტო თავდასხმის მოგერიება გაუჭირდება

ევროპას სარაკეტო თავდასხმის მოგერიება გაუჭირდება, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.

ედგარს რინკევიჩის განცხადებით, უკრაინაში დრონების გამოყენებით ომი სწრაფად ვითარდება, ხოლო ევროპა საჰაერო თავდასხმის ტექნოლოგიების განვითარების ტემპს ჩამორჩება.

„ვხედავთ, რომ საჰაერო თავდაცვის, დრონების საწინააღმდეგო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებს სერიოზული პრობლემები აქვთ. მოდით, გულწრფელები ვიყოთ. ეს პრობლემები უკრაინას აქვს. ეს პრობლემები მთელ ევროპასა და ნატო-ს აქვს“, - განაცხადა რინკევიჩმა.

მისი თქმით, თუ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიის მიმართულებით რამდენიმე რაკეტის გაშვებას გადაწყვეტს, მაშინ ეს ბევრი ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემა იქნება.

ასევე, რინკევიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთი ჰიბრიდული თავდასხმებით ევროპის გამოცდას აგრძელებს.

„გამოვრიცხავ ტრადიციული ტიპის სამხედრო შეჭრას, მაგრამ ყველა სხვა სახის შესაძლებლობის მიმართ ფხიზლად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!