რუსეთს არ შეუძლია დაშინებით, მუქარებით, დესტაბილიზაციითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით საფრანგეთის პოლიტიკის კარნახი. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ფრანგული პარტიის “ეროვნული გაერთიანების” ლიდერები, მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა ავრცელებენ.
თავიანთ განცხადებაში ლე პენი და ბარდელა ამბობენ, რომ მოსკოვს არ შეუძლია “იმის იმედი ჰქონდეს, რომ პირდაპირ ან ირიბად მოახდინოს [საფრანგეთის] პოლიტიკის კარნახი დაშინებით, მუქარებით, დესტაბილიზაციითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით.” მათ ასევე დაგმეს მოსკოვის “მტრული” ქმედებები.
“არანაირ პროვოკაციას, არანაირ საიდუმლო ოპერაციას, და არანაირ დესტაბილიზაციურ ქმედებას არ შეუძლია საფრანგეთი აიძულოს ხელი შეუწყოს რუსეთისთვის უკრაინაში საომარი მიზნების მიღწევას,” - ნათქვამია ლე პენისა და ბარდელას ერთობლივ განცხადებაში.
ლე პენსა და ბარდელამ ასევე აღნიშნეს, რომ მტკიცედ გმობენ მოსკოვის გადაწყვეტილებას დაეუფლოს ევროპული კომპანიების აქტივებს, რომლებიც ჯერ კიდევ ოპერირებენ რუსეთში, როგორებიცაა Nestle და Auchan. მათი თქმით, ეს “მტრული აქტია”, რომელიც “უშუალოდ ძირს უთხრის ჩვენი კომპანიების ინტერესებსა და უფლებებს”.
მათ ასევე აღნიშნა, რომ “მხარს უჭერენ ყველა ზომებს, რომლებიც საჭიროა სტრატეგიული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გასაძლიერებლად”.
“საფრანგეთს არ შეუძლია… დაუსჯელად დატოვოს მის ტერიტორიაზე, მისი ინფრასტრუქტურის, მისი სტრატეგიული ინტერესების ან მისი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ნებისმიერი მტრული ქმედებეა,” - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნული განცხადება ელისეს სასახლეში გამართული შეხვედრიდან მეორე დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნულ შეხვედრას, რომელსაც ჯორდან ბარდელა ესწრებოდა, ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პარტიების ლიდერებსა და საპრეზიდენტო კანდიდატებს საფრანგეთის წინაშე არსებული გეოპოლიტიკური კრიზისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.