ნატო-ს მთავარი გენერალი - ნატო მზად არის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის პოტენციალურ ესკალაციას უპასუხოს

ნატო მზად არის ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის პოტენციალურ ესკალაციას უპასუხოს. ამის შესახებ ნატოს მთავარმა გენერალმა, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ კოპენჰაგენში ნატოს 32 უმაღლესი გენერლის რეგულარულ სხდომაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

,,ალიანსი მზად არის, სტრუქტურა მზად არის, ჯარისკაცები… შეიარაღება მზად არის,” - განაცხადა დრაგონემ და აღნიშნა, რომ ნატო “აგრძელებს” ამ ძალების გაზრდაზე მუშაობას, “როგორც რაოდენობით, ასევე ტექნიკური დახვეწილობით”.

დრაგონემ, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეა, ასევე აღნიშნა, რომ შაბათს, 19 სექტემბერს, ალიანსის გენერლებს არ განუხილავთ ბოლო გაფრთხილებები, მაგრამ აღნიშნეს, რომ ალიანსს სამხედრო გეგმების მზა “4 ათასი გვერდი აქვს” საკუთარი აღმოსავლეთ ფლანგის დაცვისთვის, დაყწებული სცენარებით, რომლებით ითვალისწინებებნ ,,მინიმალურ კრიზისს ან ჩარევას ჩვენს ტერიტორიაზე”.

მან აღნიშნა, რომ მოკავშირეები “მზად არიან ესკალაციის შემთხვევისთვის; თავდასხმის შეთხვევაში ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ”.

,,ბოლო კვირებისა და თვეების მანძილზე რუსეთის უგუნური საქციელი… აგრძელებს მოკავშირეების სიმტკიცის გამოცდას [და] მიზნად ისახავს ნდობისთვის ძირის გამოთხრას და ჩვენი ერთიანობის დასუსტებას. მსურს ნათლად ვთქვა - ეს მხდელობები არ გვყოფს. პირიქით, ისინი ხვეწენ ჩვენს შესაძლებლობებს, და ბევრად უფრო გაერთიანებულად და მტკიცედ განწყობილად გვაქცევს,” - განაცხადა დრაგონემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!