თბილისში ტრადიციული ,,შაბათის მარში" გაიმართა.
აქციის მონაწილეები თავდაპირველად ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, საიდანაც პარლამენტისკენ მსვლელობა მოაწყვეს.
მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. ასევე, სკანდირებდნენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი”.