ებრაული თემი იომ ქიფურს დღესასწაულობს

20 სექტემბერს იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იომ-ქიფური აღინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, იომ-ქიფური საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა.

„20 სექტემბერს იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იომ-ქიფური აღინიშნება, ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღე, როცა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელები ყოველგვარ საქმიანობას წყვეტენ და მარხულობენ. იომ-ქიფური საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა. ებრაელთა რწმენით, ამ დღეს ღმერთი, გულწრფელი მონანიებისა და განწმენდის შემდეგ, ადამიანს ჩადენილი ცოდვებისგან ათავისუფლებს. მორწმუნეები ამ დღის უმეტეს ნაწილს სალოცავში, თორის კითხვასა და ლოცვაში ატარებენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღეს, სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ