სურსათის ეროვნული სააგენტო - ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმებისას გამოვლინდა, როგორც კრიტიკული, ასევე, არაკრიტიკული შეუსაბამობები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველთა ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმებისას გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს საქართველოში მოქმედი ყველა ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

„საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ცხოველთა მოვლისა და ჰიგიენური მომსახურების (გრუმინგი) ობიექტები ვეტერინარულ კონტროლს დაექვემდებარა. კანონის ამოქმედებამდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა რეკომენდაციები და ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ ბიზნესოპერატორებს დეტალურად გააცნო ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებას მათ კანონი ავალდებულებს. სააგენტოს ინსპექტორებმა ცხოველთა ჰიგიენური მომსახურების ობიექტების შემოწმება თბილისში დაიწყეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა როგორც კრიტიკული, ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები. მიმდინარე წელს საქართველოში მოქმედი ყველა ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულმა ობიექტებმა, ჰიგიენური ნორმებისა და სხვა რეგულაციების დაცვის პარალელურად, ყურადღება უნდა გაამახვილონ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციაზე. თუ ცხოველის შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში არ არის ასახული, ობიექტებს მომსახურების გაწევის უფლება არ ექნებათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ