ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა საპასუხო ზომებმა მოსკოვში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო - მოსკოვმა უნდა დაასრულოს ეს სასტიკი ომი და აირჩიოს მშვიდობა

ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა საპასუხო ზომებმა წუხელ მოსკოვის რეგიონში მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა რუსეთის ნავთობინდუსტრიის ერთ-ერთ საკვანძო ობიექტსა და აგრესორის ლოგისტიკურ ბაზაზე.

ზელენსკის თქმით, საუბარია მილიარდობით დოლარზე, რომლებიც ომის მანქანას კვებავს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ოპერაციისას გამოიყენეს ისეთი სისტემები, როგორიცაა: FP-1, RZ-100, MICH-2000, „პალიანიცა“, „ვენდეტა“, „ლიუტი“, „ბარსი“, „ფლამინგო“, „სიჩენი“ და „პელიკანი“.

“მადლობას ვუხდი ჩვენს მეომრებს სიზუსტისთვის: უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უპილოტო სისტემების ძალებთან, სპეციალური ოპერაციების ძალებთან, უკრაინის თავდაცვის დაზვერვასა და საგარეო დაზვერვის სამსახურთან ერთად. “სანქციები” დაუწესდა ვორონეჟის რეგიონში მდებარე ობიექტსაც. მოსკოვმა უნდა დაასრულოს ეს სასტიკი ომი და აირჩიოს მშვიდობა”, - აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, დეესკალაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯები “უკვე მაგიდაზეა” - ეს ეხება ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას. “საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აძლიერებს უკრაინის შორი მოქმედების შესაძლებლობებს. მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ჩვენს შორ მანძილზე მოქმედ საპასუხო ზომებს სანქციების სახით განხორციელებული საპასუხო ზომებით ავსებს. დიდება უკრაინას!” - წერს ზელენსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ