დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს მცხოვრებლები საბავშვო ბაღის მშენებლობას 2023 წლიდან ელოდებიან - ხელშეკრულება 5-ჯერ შეიცვალა, ბოლო დაპირებით, საბავშვო ბაღი 2027 წელს უნდა აშენდეს , - ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 75 ბავშვზე გათვლილი ბაღის პროექტზე შესყიდვა ჯერ კიდევ 2023 წელს გამოცხადდა და ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოები 15 თვეში უნდა დაესრულებინა.
“75 ბავშვზე გათვლილი ბაღის პროექტზე შესყიდვა ჯერ კიდევ 2023 წელს გამოცხადდა და ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას სამუშაოები 15 თვეში უნდა დაესრულებინა. თუმცა, პროცესი გაიწელა - ხელშეკრულება 5-ჯერ შეიცვალა, მშენებლობის ღირებულება 175 000 ლარით გაიზარდა, სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა და ბაღის ტერიტორია ამ დრომდე გადათხრილია. ბოლო დაპირებით, საბავშვო ბაღი 2027 წელს უნდა აშენდეს. სოფელ სამრეკლოში თანაგუნდელებთან ერთად კოალიცია "ძლიერი საქართველო - ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე იმყოფებოდა. მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" აგრძელებს ქართველი ხალხის გენოციდს - ანგრევს სკოლებს, ბაღებს, სხვადასხვა ინფრასტრუქტურას და აღარ ან ცუდად აშენებს. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა კორუმპირებული "ქართული ოცნების" ჩამოშორებაა” , - ნათქვამია ინფორმაციაში.