რობერტ ფიცო - თუ ვინმე დაინტერესებულია ნატო-სა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებით, თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - ვერავინ გააგზავნის სლოვაკ ჯარისკაცებს რაიმე გამოგონილი საბაბით საბრძოლველად

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, დასავლეთს რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი სურს.

„უკრაინაში მიმდინარე ომის გზით რუსეთის განადგურების სტრატეგიის წარუმატებლობას ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი მიჰყავს დასკვნამდე, რომ თუ ამის მიღწევა უკრაინის არმიისა და მისი სრული მხარდაჭერის მეშვეობით ვერ მოხდება, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებისთვის“, - აღნიშნა ფიცომ.

მისი მტკიცებით, „დასავლეთი უკრაინაში ოთხ წელზე მეტია ცეცხლზე ნავთს უშედეგოდ ასხამს“.

ფიცომ ხაზი გაუსვა, რომ ომი რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმით დაიწყო, თუმცა აღნიშნა, რომ „რუსეთის დამარცხება ჩვეულებრივ ომში შეუძლებელია და ამის მიღწევა მხოლოდ ბირთვული იარაღით არის შესაძლებელი“.

„თუ ვინმე დაინტერესებულია ნატო-სა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტის პროვოცირებით საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დასაკმაყოფილებლად, მაშინ მან თავად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ასეთ ნაბიჯზე და არ გადაიტანოს იგი ნატო-ს სხვა წევრ სახელმწიფოებზე“, - აღნიშნა ფიცომ.

ამასთან, მისი თქმით, ნატო-ს ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიუხედავად, სლოვაკეთი ასეთ კონფლიქტში მონაწილეობას არ მიიღებს.

“ჩემი მთავრობის პერიოდში ვერავინ გააგზავნის სლოვაკ ჯარისკაცებს სლოვაკეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გარეთ, რაიმე გამოგონილი საბაბით, რუსეთის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ საბრძოლველად”, - აღნიშნა ფიცომ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ