გურამ დადიანიძის დედა - თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, მომიწევს ქუჩაში გამოსვლა ხალხთან ერთად, ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას - ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, მივალ

ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას. ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ, არ დავტოვებ ამ საქმეს გაუხსნელს , - ამის შესახებ 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა განაცხადა.

ის საქმის გამოძიებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, ხალხთან ერთად ქუჩაში გამოხატავს პროტესტს.

„ველოდები გამოძიებას, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მაგრამ იმასაც აღვნიშნავ, რომ თუ გამოძიება სწორი მიმართულებით არ წავა, მომიწევს ქუჩაში გამოსვლა ხალხთან ერთად. ვითხოვ ჩემი შვილის პოვნას. ივანიშვილის კარამდეც რომ დამჭირდეს მისვლა, იქაც მივალ, არ დავტოვებ ამ საქმეს გაუხსნელს, - აცხადებს სოფო ბიბილაშვილი "ტვ პირველთან".

ამასთან, ოჯახის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, გურამ დადიანიძის საქმეში გამოჩნდა რამდენიმე ისეთი პირი, რომლებიც აქამდე არ გამოკითხულან. ადვოკატი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, რომ ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა და გაკეთდეს ყველაფერი, რათა დადგინდეს, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა 17 წლის გურამ დადიანიძე.

„წარმოიდგინეთ, 12 წელია მიმდინარეობს მოქმედებები ამ საქმესთან დაკავშირებით, 3 წლის დაგვიანებით, კონკრეტული ფაქტიდან დაიწყო გამოძიება და ეს პირები ერთხელაც არ იყვნენ საგამოძიებო ორგანოში დაბარებული. ამ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციები ცალსახად ეწინააღმდეგება და გამორიცხავს ერთმანეთს, ეს არის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა - ვინ ტყუის და რატომ აქვთ ინტერესი კონკრეტულ პირებს, რომ არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოს და სიმართლე დაიმალოს? სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ გამოძიებას, რომ იმუშაონ ეფექტურად“, - ამბობს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

ცნობისთვის, 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ