ფრიდრიხ მერცი ადგილობრივი არჩევნების შედეგებს პარტიისთვის „კატასტროფას“ უწოდებს, თუმცა თანამდებობაზე დარჩენის პირობას დებს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ადგილობრივი არჩევნების შედეგები „კატასტროფად“ შეაფასა, მაგრამ პირობა დადო, რომ თანამდებობას შეინარჩუნებს.

ეგზიტპოლების მონაცემებით, მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) მეკლენბურგ-წინა პომერანიაში ხმების 5% მიიღო, რაც მედიის მიხედვით, პარტიის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ადგილობრივ არჩევნებზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

მედიის თანახმად , მნიშვნელოვანი მარცხია მოსალოდნელი ბერლინშიც: პროგნოზით, CDU აქ მეორე ადგილს დაიკავებს ხმების 20%-ით და ჩამორჩება „მემარცხენეთა“ პარტიას, რომელმაც, ეგზიტპოლის თანახმად, 24,5% მიიღო.

პროგნოზების მიხედვით, ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ორივე არჩევნებში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა: სავარაუდოდ, მათ ხმების 37% მიიღოლეს მეკლენბურგ-წინა პომერანიაში, ხოლო 15,7% - ბერლინში. ასევე, მედია აღნიშნავს, რომ მიუხედავად მოსალოდნელი წარმატებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა პარტიამ რეგიონული მთავრობის ფორმირება შეძლოს.

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე გაკეთებულ განცხადებაში მერცმა მტკიცე პოზიცია დააფიქსირა და უარყო მთავრობის რეფორმების დღის წესრიგიდან უკან დახევის შესაძლებლობა.

მან აღნიშნა, რომ გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები რეფორმებს უფრო მეტად აქტუალურს ხდის და პირობა დადო, რომ რეფორმების გატარებას განაგრძობს.

„ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, შეუპოვრობასა და მოთმინებას“, - განაცხადა მან და დასძინა: „მე გამოვავლენ ამ თვისებებს, როგორც CDU-ს თავმჯდომარე და, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩვენი ქვეყნის კანცლერი“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ