საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სააგენტო ავრცელებს.
“უდიდეს ქრისტიანულ თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის კი ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობელი მფარველობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს” - ნათქვამია ინფორმაციაში.