“თალიბანის” განცხადებით, ავღანეთში პაკისტანის საჰაერო დარტყმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით, დღეს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში პაკისტანის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„თალიბანის“ პრესსპიკერის მოადგილემ, ჰამდულა ფიტრატმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ დარტყმების შედეგად კუნარის პროვინციაში სულ მცირე ერთი სახლი დაზიანდა, რასაც ერთი ოჯახის სამი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა.

პაკისტანურ მხარეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაძაბული რჩება თებერვლის შემდეგ, როდესაც მხარეებს შორის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე შეტაკებები მოხდა.

ისლამაბადი ქაბულს იმ მებრძოლების შეფარებაში ადანაშაულებს, რომლებიც ავღანეთის ტერიტორიიდან საზღვრისპირა თავდასხმებს ახორციელებენ. ავღანეთის “თალიბანის” მთავრობა ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ შეიარაღებული დაჯგუფებების აქტიურობა პაკისტანის შიდა პრობლემაა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ