250-ზე მეტი AI აგენტი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სერტიფიცირებული პროფესორები და ლექტორები - BTU ახალ სემესტრს ინოვაციებით ხვდება. 2026–2027 სასწავლო წლიდან აკადემიური პერსონალის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სერტიფიცირების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის მიზანია, აკადემიურმა პერსონალმა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები სასწავლო პროცესში გააზრებულად, ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოიყენოს. ამ მიზნით, BTU-მ AI კომპეტენციები აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ნაწილად აქცია და მათი დადასტურებისთვის სერტიფიცირების ვალიდური სისტემა შექმნა.
სერტიფიცირების მიზანია, აკადემიურმა პერსონალმა AI ინსტრუმენტები სასწავლო პროცესში გააზრებულად, ეთიკურად და პასუხისმგებლობით გამოიყენოს. პროგრამა ეტაპობრივია, ხოლო შესაბამისი სტატუსი ერთი წლის ვადით გაიცემა და ცოდნისა და კომპეტენციების განახლების საფუძველზე ახლდება.
პირველი ეტაპის ფარგლებში აკადემიურმა პერსონალმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი, რომელიც მოიცავდა AI-ის შესაძლებლობებსა და რისკებს, პერსონალური მონაცემების დაცვას, მიკერძოებულობის საკითხებს, ასევე სილაბუსებისა და შეფასების სისტემების ადაპტირებას AI-ის ეპოქისთვის.
ტრენინგის მთავარი პრაქტიკული შედეგი სასწავლო AI აგენტების შექმნაა. თითოეული აგენტი კონკრეტული კურსის სილაბუსს, ლექციებსა და სავალდებულო და დამატებით ლიტერატურას ეფუძნება. ის სტუდენტებს 24/7 რეჟიმში ეხმარება სასწავლო მასალის უკეთ გაგებაში, რთული საკითხების განმარტებაში, დამატებითი მაგალითებისა და სავარჯიშოების მიღებასა და ცოდნის თვითშემოწმებაში.
ზოგადი AI ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, სასწავლო აგენტის შინაარსსა და ფუნქციონალს კონკრეტული კურსის ლექტორი ქმნის და აკონტროლებს.
ამ მოდელით BTU სასწავლო პროცესში AI-ს არა ლექტორის ჩამნაცვლებლად, არამედ ლექტორის მიერ შექმნილ და კონტროლირებად ინტელექტუალურ რესურსად აყალიბებს, ხოლო აკადემიური პერსონალის AI კომპეტენციები რეგულარულად განახლდება და სერტიფიცირების სისტემით დადასტურდება.
(R)