სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი - გამორიცხულია, ლევან ახობაძემ საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან.

როგორც ბრალდებულ ახობაძის ადვოკატი, დავით სიმონია აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. ადვოკატი გამორიცხავს, ახობაძემ საპროცესო შეთანხმების მიღების სანაცვლოდ აღიაროს ის, რაც არ ჩაუდენია.

“დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან და მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება. ვადასტურებთ ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებაში ლევან ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის. ჩვენ საჯაროობას ვუჭერთ მხარს და სხდომის დახურვასთან დაკავშირებით არის ის, რომ საჯარო იყოს. თუ შესაძლებლობა იქნება, ამ პოზიციას დავაფიქსირებთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რასაც ამ ეტაპზე საჯაროდ აჟღერებს, არის ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს არანაირ აღიარებაზე წასვლას იქიდან გამომდინარე, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს",- განაცხადა სიმონიამ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ