ფრანგული პენ-კლუბის პრეზიდენტი, პოეტი, კრიტიკოსი კაროლ მესრობიანი ქართველი პოეტის, დათო მაღრაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატია, სახელწოდებით: „დათო მაღრაძე, „ბარაქიანი მიწა“ ფრანგულ ჟურნალ „Recours au Poème“-ში გამოქვეყნდა, რომელიც თანამედროვე პოეზიის სფეროში წამყვანი საერთაშორისო ციფრული გამოცემაა და ფრანგულენოვან და საერთაშორისო ლიტერატურულ სამყაროში ავტორიტეტულ და გავლენიან პლატფორმას წარმოადგენს.
სტატიას თან ერთვის პოეტის პოემიდან რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც ვერონიკა ბერგერმა თაგმნა.
„დათო მაღრაძის პოეზია, რომელიც აერთიანებს წმინდასა და საეროს, ლირიკასა და პოლიტიკურ დისკურსს, რომელიც მთლიანადაა ჩაძირული ხელოვნების სასწაულში, იმ მადლით არის მოსილი, რომელიც პოეტს საკუთარი არსებობის საზღვრებს გადაალახვინებს, რათა წარმოთქვას მხოლოდ მრავალთა სახელით მოქმედი სუბიექტის უნივერსალური სიტყვა. ამგვარად, მისი პოეზია ყოვლისმომცველია: ძლიერ შემოქმედებით მთლიანობაში იგი პოეტური ჟანრის ყველა შესაძლებლობასა და მის დროში განფენილ ყველა შრეს აერთიანებს.
მის სახელს უკავშირდება ცამეტი პოეტური კრებული, ჯილდოები და პრეზენტაციები, კონფერენციები, საჯარო გამოსვლები და ლიტერატურული შეხვედრები“, - ნათქვამია სტატიაში.