ირაკლი ჭეიშვილი - მანიპულაცია იყო, თითქოს, გახარიას პარტიის დეპუტატების მანდატებს საფრთხე ემუქრებოდა - არ ემუქრება, ჩვენ აღნიშნული სარჩელი არ შეგვაქვს

მანიპულაცია იყო, თითქოს, გახარიას პარტიის დეპუტატების მანდატებს საფრთხე ემუქრებოდა - არ ემუქრება, ჩვენ აღნიშნული სარჩელი არ შეგვაქვს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გახარიას პარტიის აკრძალვაზე შეაქვს, თუმცა “ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ აიკრძალება და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია".

“მანდატებს საფრთხე არ ემუქრება. ეს იყო მანიპულაცია, თითქოს, ჩვენი კოლეგების მანდატებს საფრთხე ემუქრებოდა. არ ემუქრება, ჩვენ აღნიშნული სარჩელი არ შეგვაქვს. 1 წლის წინ საშუალება მივეცით, რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ და ემუშავათ. ამის შემდეგ, საპარლამენტო საქმიანობაში ერთვებოდე და არ აღიარებდე არჩევნების შედეგებს, ხელისუფლების ლეგიტიმაციას, კონსტიტუციურ წყობას და თავიდან ბოლომდე იზიარებდე “ნაციონალური მოძრაობის” ნარატივს, ეს არის საფუძველი იმისა, რომ სამომავლოდ ასაკრძალ სიაში გახარიას პარტიას ვარეგისტრირებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება მანდატებს, არც ერთ შემთხვევაში არ შეუჩერდებათ საქართველოს პარლამენტში შემოსულ გახარიას პარტიის დეპუტატებს მუშაობის უფლება,” - განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ