„საქსტატი“ ადგილობრივი ექსპორტის 2026 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებს აქვეყნებს

სტატისტიკის ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2026 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებს აქვეყნებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 60.6 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 63.5 პროცენტით გაიზარდა და 3 286.6 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის განმარტებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 65.0 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (529.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (468.3 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (297.3 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი 649.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, 403.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 219.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.7 პროცენტი).

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ