თავად შემოიღეს ცხრათვიანი ვადები. მათ რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდეთ, ეს ვადა ზაფხულში უკვე გავიდა და პარტიები აკრძალული იქნებოდა, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ პარტიების აკრძალვა პირველ რიგში მისთვის იქნება ყველზე დიდი დარტყმა.
„დღეს გახარიას პარტია დაამატეს, რამდენიმე თვის წინ სხვა პარტია, ხვალ კიდევ სხვას დაამატებენ. ასე იქნება მანამ, სანამ ივანიშვილი არ მიიღებს გადაწყვეტილებას.
თავად შემოიღეს ცხრათვიანი ვადები. მათ რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდეთ, ეს ვადა ზაფხულში გავიდა უკვე და პარტიები აკრძალული იქნებოდა.
„ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგად უწყიან, თუ რას ნიშნავს პარტიების აკრძალვა. ეს მხოლოდ დემოკრატიაზე დარტყმა არაა, ეს არის დარტყმა პირველ რიგში „ქართულ ოცნებაზე“, ამისთვის ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. ეს ფასი გამოიხატება, მათ შორის, უმძიმეს პერსონალურ სანქციებში ივანიშვილის წინააღმდეგ.
სხვა დანარჩენი, იმაზე საუბარი, რომ სთხოვენ სასამართლოს ვადებში ჩატევას, არის ძალიან დიდი ბაქი-ბუქი.
„ქართული ოცნება“ უკვე ერთი წელია გვპირდება პარტიების გაუქმებას, მაგრამ იციან, რომ ეს არის ძალიან სახიფათო თამაშია“, - განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, განახლებული საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დაემატა, ხელმოწერილია და საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა.