ადვოკატი - საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ლევან ახობაძემ კორუფციული დანაშაული - ქრთამის აღება ჩაიდინა

საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ლევან ახობაძემ კორუფციული დანაშაული - ქრთამის აღება ჩაიდინა, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის ადვოკატმა, დავით სიმონიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და პროკურატურა ლევან ახობაძის ბრალის დამტკიცებას ვერ შეძლებს.

“ბრალდების ვერსია ეხება იმ ფაქტობრივ გარემოებას, თითქოს, ლევან ახობაძემ რაღაც კონკრეტული ქმედების სანაცვლოდ მოითხოვა და მიიღო ქრთამი, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით და შესავალ სიტყვაში ეს დავაფიქსირეთ. ასევე, ხაზი გავუსვით იმ კონკრეტულ გარემოებებს, რომ ბრალდების მხარე ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ შეძლებს აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით ლევან ახობაძის ბრალეულობა დაადასტუროს. საქმეში არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ლევან ახობაძემ კორუფციული დანაშაული - ქრთამის აღება ჩაიდინა.

როცა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, შესაძლოა, მისცეს სასამართლოს ჩვენება”, - განაცხადა სიმონიამ.

კითხვაზე, თუკი საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, უკავშირებს თუ არა ახობაძე მის დაკავებას პოლიტიკურ ინტერესებს, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს.

“აღნიშნული მიმართულებით პასუხებს ვერ გაგცემთ, მე მხოლოდ სამართლებრივ გარემოებებს ვაფასებ. პირადად ჩემს მოსაზრებას გეტყვით, გაურკვეველია, თუ რას უკავშირდება აღნიშნული ბრალდება, მის ნაცვლად კი, კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ კონკრეტულ ბრალდებაში ლევან ახობაძის უდანაშაულობა ნამდვილად დადასტურდება”, - განაცხადა სიმონიამ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ