დიმიტრი პესკოვი - ნატო კვლავ დაპირისპირების ინსტრუმენტად რჩება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ მიზნების მშვიდობიანად მისაღწევად მოლაპარაკებები განახლდება.

“ვაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ჩვენს სამხედრო საქმიანობას დასახული მიზნების მისაღწევად. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ შევძლებთ სამმხრივი მოლაპარაკებების განახლებას და კიდევ ერთხელ შევეცდებით ჩვენი მიზნების მშვიდობიანი გზით მიღწევას“, - განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.

ამასთან, მისი მტკიცებით, ნატო კვლავ დაპირისპირების ინსტრუმენტად რჩება.

“საერთო ჯამში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსი წლების განმავლობაში არ შეცვლილა. ეს არის ბლოკი, რომელიც დაპირისპირებისთვის შეიქმნა. ის კვლავ დაპირისპირების ინსტრუმენტად რჩება”, - აღნიშნა პესკოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ