მშვიდობის საერთაშორისო დღეს გერმანიის საელჩო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას ეხმაურება

მშვიდობის საერთაშორისო დღეს გერმანიის საელჩო საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში EUMM-ის საქმიანობას ეხმაურება.

თბილისში გერმანიის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მისიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდს სწორედ გერმანელი სპეციალისტები წარმოადგენენ, რომლებსაც საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრი (ZIF) საგანგებოდ ამზადებს.

საელჩოს თქმით, ქართველი ხალხისგან მიღებული ყოველდღიური დადებითი გამოხმაურება მათი სამუშაოს უდიდესი მოტივაციაა.

„დღეს მშვიდობის საერთაშორისო დღეა. იცით, რა წვლილი შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში?

შესაძლოა, უკვე გინახავთ საქართველოში თეთრი მანქანები ევროკავშირის ლურჯი ლოგოთი. ეს არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM). მრავალი წლის განმავლობაში სამოქალაქო დამკვირვებლები დღე და ღამე პატრულირებენ, რათა აკონტროლონ უსაფრთხოება და სტაბილურობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ხაზების გასწვრივ. დამკვირვებლები ყოველდღიურად მუშაობენ ნებისმიერ ამინდში, რათა დააფიქსირონ ჯარების გადაადგილებები, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების ფაქტები და თავიდან აიცილონ ესკალაცია მათი იქ ყოფნით.

EUMM-ის შემადგენლობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდს ტრადიციულად გერმანელები წარმოადგენენ! ბერლინში მდებარე საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრი (ZIF) ირჩევს და ამზადებს მაღალკვალიფიციურ პერსონალს სხვადასხვა პროფესიიდან (იქნება ეს მომარაგების სპეციალისტები, პოლიტიკური ანალიტიკოსები თუ ადამიანის უფლებების ექსპერტები) და აგზავნის მათ ზუსტად იქ, სადაც სამოქალაქო მხარდაჭერა და ცივი გონებაა საჭირო.

ჩვენთვის, გერმანიის საელჩოსთვის, მათ საქმიანობას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. გვსიამოვნებს და მადლიერები ვართ, როდესაც ყოველდღიურად ვხედავთ, რამდენ დადებით გამოხმაურებას და მხარდაჭერას ვიღებთ ქართველი ხალხისგან ამ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის - ეს უდიდეს მოტივაციას გვაძლევს!’“, - წერს გერმანიის საელჩო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ