პროკურატურა მარიამ მეყანწიშვილისთვის სასჯელის დამძიმებას ითხოვს

პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე ერთ-ერთ მსჯავრდებულის მარიამ მეყანწიშვილის მიმართ ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოში სასჯელის დამძიმებას ითხოვს, თუმცა სასამართლომ უნდა შეაფასოს სასჯელის დამძიმება, რაში გამოიხატება.

მისი თქმით, არსებობს რიგი გარემოებები, რის გამოც პროკურატურა მეყანწიშვილთან მიმართებით სასჯელის დამძიმებას ითხოვს.

"ბრალდების მხარემ გაასაჩივრა ერთ-ერთ მსჯავრდენულთან მიმართებით განაჩენი სასჯელის ნაწილში. ეს არის მარიამ მეყანწიშვილი. სასჯელის დამძიმებაზე მითითებულია რიგი გარემოებები, მათ შორის ქმედებების ხასიათის სპეციფიკა, თავად მსჯავრდებულის დამოკიდებულება ბრალად წარდგენილ ქმედებასთან მიმართებით. აღიარება ბრალდებულის, მსჯავრდებულის კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ბრალდების მხარის პრეროგატივაა შეაფასოს კონკრეტული ქმედებები. ამ მთხვევაში, სასჯელის მიზნები, რაც გამომდინარეობს ბრალდებულის რესოციალიზაციიდან,პრევენციიდან და რა ძირითადი მიზნებიც გააჩნია სასჯელს, რომ თავიდან იქნეს აცილებული ახალი დანაშაული - აღნიშნული სასჯელის მიზნების შეფასებით ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ უნდა წარმოედგინა სააპელაციო სარჩელი სასჯელი დამძიმების ნაწილში ", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

გარდა ამისა, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ერთ-ერმა მსჯავრდებულმაც მიმართა, თუმცა ვინ, თამარ იაკობიძემ არ დააკონკრეტა.

"ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთმა მსჯავრდადებულმა ბრალდების მხარეს მომართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შუამდგომლობით, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ. პირობებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცნობია, რადგანაც მდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. როგორც კი გვექნება შესაბამისი პოზიცია, შევატყობინებთ მხარეებს. მოლაპარაკების პროცესი რომ მიმდინარეობას, ამას გიდასტურებთ, თუმცა მიღწეული არ არის", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას,ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ჯგუფურ ძალადობაში უშუალო მონაწილეობას ედავებიან.

მარიამ მეყანწიშვილს პირველმა ინსტანციამ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ