ფრიდრიხ მერცი - მადლიერი ვარ, რომ „სოციალ-დემოკრატებისგან“ კოალიციაში დარჩენის სურვილზე მოვისმინეთ - მზად ვართ, ქვეყნის წინაშე არსებულ ისტორიულ გამოწვევებს ვუპასუხოთ

მადლიერი ვარ, რომ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ კოალიციაში დარჩენა სურს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფრიდრიხ მერცმა მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის ადგილობრივი არჩევნების შედეგების შესახებ ისაუბრა.

„მადლიერი ვარ, რომ დღეს „სოციალ-დემოკრატებისგან“ ბერლინში კოალიციის შემადგენლობაში დარჩენის სურვილის შესახებ მოვისმინეთ. ეს ყველას გვეხება, მათ შორის პირადად მე. მზად ვართ, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ისტორიულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. საქმე არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს ეხება“, - განაცხადა მერცმა.

მერცის თქმით, ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე გავლენა, როგორც მისმა პიროვნებამ, ისე ფედერალური მთავრობის პოლიტიკამაც იქონია.

„ეს დრამატული, უპრეცედენტო შედეგია, რადგან 5%-იანი ბარიერი ვერ გადავლახეთ. ეს მძიმე დარტყმაა. ვიცი, რომ რეგიონულ არჩევნებზე დიდი როლი ითამაშა ფედერალურმა პოლიტიკამ. ასევე, ჩემმა პიროვნებამ. თუმცა, არჩევნების შედეგების მიზეზები ჩემი პიროვნების საზღვრებს სცდება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ცნობისთვის, 20 სექტემბერს მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის რეგიონულ არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გაიმარჯვა. ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ხმების 4.9% მიიღო და პარლამენტში ადგილების მოპოვება ვერ შეძლო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ