სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოკითხავენ ყველას, ვინც საკითხზე ინფორმაციის მატარებელი შეიძლება იყოს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით გამოკითხავს ყველა იმ პირს, ვინც შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მატარებელი.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახური მონიტორინგის ფარგლებში თანმიმდევრულად და ეტაპობრივად განახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებას. მათ შორის, გამოკითხავს ყველა იმ პირს, ვინც შეიძლება იყოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მატარებელი და შეისწავლის ყველა შესაბამის დოკუმენტაციას", - განაცხადეს აუდიტის დეპარტამენტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მონიტორინგი ა(ა)იპ “კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის” მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე დაიწყო.

ცნობისთვის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების - პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის კრიტიკის საგანი გასულ კვირას ბახმაროში გამართული სემინარი გახდა. როგორც მთავრობა აცხადებს, “გრანტების შესახებ“ კანონის გათვალისწინებით ევროსაბჭოს მიერ თბილისის პოლიტიკური სწავლების დაფინანსებას მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, მას კი ასეთი თანხმობა არა აქვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ