თეთრი სახლი თავისუფალ პრესას თავს არ ესხმის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, თავისუფალ პრესას „დიდად აფასებს“.
„ის [თეთრი სახლი] თავდასხმას ახორციელებს „ყალბ ამბებზე“, რომელიც ჩვენს საყვარელ აშშ-ში სიმსივნესავით გავრცელდა. ის კორუმპირებული, მიზანდასახული, ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და უმართავია. ის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის და მისი შეჩერება უნდა მოხდეს, ახლავე!“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა CNN-ს, MS Now-სა და Politico-ს, „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო, თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. დღეს, სამივე მედიასაშუალებამ გამოაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან.
"ეს აკრძალვა წარმოადგენს პირველი შესწორების წინააღმდეგ მიმართულ უკიდურესად პირდაპირ თავდასხმას და ჩვენი უმთავრესი კონსტიტუციური პრინციპების უხეშ დარღვევას“, - ნათქვამია მედიასაშუალებების სარჩელის ტექსტში.