თბილისში, ნაქირავებ ბინაში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მათგან ერთი საფრანგეთის, ხოლო მეორე რუსეთის მოქალაქეა.
ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მათ დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდათ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.