ბეგბედერის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერლის ოთხ ყველა წიგნს „ბიბლუსში“ 8 ლარად შეიძენთ

მხოლოდ 21-27 სექტემბერს „ბიბლუსში“ თანამედროვე ფრანგი ავტორის, ფრედერიკ ბეგბედერის 61 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი რომანებიდან შერჩეულებს სპეციალურ ფასად, 8 ლარად შეიძენთ.

გთავაზობთ ავტორის 4 ბესტსელერს:

„მარტოკაცი“ არის წლის ბესტსელერი, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს ერთგვარ ემოციურ ელეგიად უკვე გარდაცვლილ მამაზე და ამავდროულად, ჰედონისტთა ეპოქისა და თაობის მკაფიო პორტრეტად.

ავტორი თავისი ჩვეული ბასრი, ირონიული და გულწრფელი სტილით აშიშვლებს და აანალიზებს მამაშვილურ ურთიერთობებს, ოჯახურ ცხოვრებას, წარსულსა და დროის მსვლელობას. წიგნი არის ღრმა, პერსონალური რეფლექსია მარტოობაზე, ადამიანურ კავშირებსა და დაკარგული დროის ძიებაზე.

„99 ფრანკი“ ბეგბედერის ყველაზე სკანდალური რომანია თანამედროვე სამომხმარებლო კულტურისა და სარეკლამო ინდუსტრიის შესახებ. ეს დაუნდობელი სატირა აღწერს გარემოსა და მოვლენებს, რომლებიც ავტორის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული, რადგან მწერალი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა წარმატებულ სარეკლამო სააგენტოში.

რომანი მკითხველს შეულამაზებლად აჩვენებს სარეკლამო სფეროს „შიდა სამზარეულოს“ და აკრიტიკებს სისტემას, რომელიც ადამიანების სურვილებით მანიპულირებს, სადაც ღირებულებები არაფერს ნიშნავს.

რომანი მოგვითხრობს ყველაზე მასშტაბური ტერაქტის შესახებ, ხსნის მის გამომწვევ მიზეზებს და საუბრობს მოსალოდნელ შედეგებზე. რომანის ფინალი ნებისმიერს შეძრავს.

რომანის გამოცემის შემდეგ ბეგბედერი დაჯილდოვდა პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით - „ინტერნალიე“. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხმდარი ტერაქტის უმძიმესი მოვლენები ავტორს მხატვრულად აქვს აღწერილი Windows on the world-ში. ის ქრონოლოგიურად აღადგენს და აანალიზებს იმ საბედისწერო ორ საათს, რომელიც თვითმფრინავის შეჯახებიდან შენობის სრულ ჩამოშლამდე გავიდა.

ბეგბედერის ეს რომანი ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ღრმა და მძაფრი რეფლექსიაა ისტორიულ მეხსიერებაზე. წიგნში მთავარი ხაზი მიჰყვება ატლანტის ოკეანის სანაპიროსა და მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბუნკერებს - ე.წ ატლანტის დამბას, რომელიც დროთა განმავლობაში წარსულის მუნჯ და დამთრგუნველ მოწმედ იქცა. ავტორი ოსტატურად აერთიანებს პირად მოგონებებს, ფრანგულ კულტურულ იდენტობასა დ გლობალურ ისტორიას, მსჯელობს თანამედროვე ადამიანის მარტოობაზე, წარსულის აჩრდილებსა და იმ სულიერ ზღვრებზე, რომელთა გადალახვაც ცივილიზაციას უწევს.

ფრედერიკ ბეგბედერის შემოქმედება ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე ონლაინ.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ