დიმიტრი მედვედევი - ლე პენის პარტია ჩვეულებრივ ევროპულ პარტიად იქცა: რუსოფობიური და კიეველი ნაცისტების მხარდამჭერი

ლე პენის პარტია რუსოფობიური გახდა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

დიმიტრი მედვედევი ფრანგული ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერების, მარინ ლე პენისა და ჯორდან ბარდელას განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ფრანგმა პოლიტიკოსებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებას, რომელიც ფრანგული კომპანია Auchan-ის რუსული აქტივების „დროებით მმართველობაში“ გადაცემას ითვალისწინებს, „მტრული აქტი“ უწოდეს.

„ლე პენმა რუსეთის მიერ Auchan-ის აქტივებზე კონტროლის დაწესებას „მტრული ქმედება“ უწოდა. ათასობით სანქციაა დაწესებული რუსების წინააღმდეგ საფრანგეთში, აღარაფერს ვამბობ კიეველი დეგენერატებისთვის რაკეტების მიწოდებაზე - ეს მეგობრული იყო? როგორც ჩანს, ლე პენის პარტია ახლა ჩვეულებრივ ევროპულ პარტიად იქცა: რუსოფობია და კიეველი ნაცისტების მხარდაჭერა“, - განაცხადა მედვედევმა.

ცნობისთვის, მარინ ლე პენმა და ჯორდან ბარდელამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „რუსეთს დაშინებით, მუქარებით, დესტაბილიზაციითა და ფსიქოლოგიური ზეწოლით საფრანგეთის პოლიტიკის კარნახი არ შეუძლია“.

„არანაირ პროვოკაციას, არანაირ საიდუმლო ოპერაციას, და არანაირ დესტაბილიზაციურ ქმედებას არ შეუძლია საფრანგეთი აიძულოს ხელი შეუწყოს რუსეთისთვის უკრაინაში საომარი მიზნების მიღწევას“, - ნათქვამია ლე პენისა და ბარდელას განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ