თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით უკრაინასა და რუსეთს სხვადასხვა წინადადებები გადაეცათ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით უკრაინასა და რუსეთს სხვადასხვა წინადადებები გადაეცათ

თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით წინადადებები გადასცა, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით უკრაინასა და რუსეთს სხვადასხვა წინადადებები გადაეცათ“, - განაცხადა ფიდანმა.

შეგახსენებთ, გასულ თვეში, რუსეთის ნოვოროსიისკის პორტის მახლობლად თურქულ სატვირთო გემზე დრონებით თავდასხმის შემდეგ, თურქეთის საგარეო უწყებამ უკრაინასა და რუსეთს შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.