რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები განახორციელეს, აფეთქებები მოხდა დნიპროში, კრივი-რიჰსა და პავლოგრადში, - ინფორმაციას უკრაიანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დარტყმები ერთდროულად განახორციელეს ოლქის სამ ქალაქში მდებარე სამრეწველო ობიექტებზე, რის შედეგადაც აღნიშნულ ობიექტებში ხანძრები გაჩნდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.