ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე უკრაინა-რუსეთს შორის ენერგეტიკულ სფეროში ზავის იდეები განიხილეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინასა და რუსეთს შორის ენერგოსექტორთან დაკავშირებულ თავდასხმებზე მორატორიუმის დაწესებას.

Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე კონფლიქტის შესახებ „ძალიან კარგი“ და „ძალიან კონსტრუქციული“ დისკუსია გამართეს და შეთანხმდნენ კიევისთვის თავდაცვის გაძლიერებაში დახმარების გაწევის აუცილებლობაზე.

“ვრცლად განვიხილეთ უკრაინისა და რუსეთის საკითხი, საჭიროება, უფრო სწრაფად და მტკიცედ დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს ჩამჭრელი სისტემებით,ვინაიდან თავდაცვის კუთხით ეს გადამწყვეტი საკითხია”, - აღნიშნა მაკრონმა.

მაკრონმა, დეტალებში შესვლის გარეშე აღნიშნა, რომ მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ენერგოსექტორზე თავდასხმების შეწყვეტის იდეაზე - საკითხზე, რომელსაც იგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრაზე წამოჭრის.

საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინის ენერგოსისტემისთვის დახმარების გაწევა კვლავ პრიორიტეტად რჩება, ვინაიდან ომი კვლავ გავლენას ახდენს უსაფრთხოებაზე მთელი ევროპის მასშტაბით. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ გაეროში ლიდერთა ყოველწლიური შეკრების ფარგლებში პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იქნება .

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა