Reuters - აშშ გრენლანდიაზე ორი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს

აშშ გრენლანდიაზე ორი სამხედრო ბაზის გახსნას გეგმავს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ გრენლანდიის სამხრეთში ცივი ომის პერიოდის სამხედრო ბაზის აღდგენას და აღმოსავლეთ ნაწილში ახალი ბაზის გახსნას გეგმავს.

აშშ სამხედრო ბაზას ნარსარსუაკში აღადგენს, რომელიც 1950-იან წლებში დაიხურა, ხოლო ახალ ბაზას მესტერსიგში გახსნის, სადაც ამჟამად დანიის მარხილის ძაღლების საპატრულო საგუშაგოა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ გრენლანდიის უსაფრთხოების საკითხზე დანიასთან შეთანხმებას მიაღწია.

მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებას დღეს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გააფორმებენ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს