AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები პერსონალურ სასწავლო AI აგენტებს ქმნიან, რომლებიც მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შერჩეულ სასწავლო მასალებზეა მორგებული და ყოველდღიურ სასწავლო პროცესში ეხმარება.

AI აგენტის შექმნისას სტუდენტი თავად არჩევს სანდო წყაროებსა და სასწავლო მასალებს, განსაზღვრავს აგენტის ფუნქციებს, ამოწმებს მიღებულ პასუხებს და საკუთარ საჭიროებებზე არგებს მის მუშაობას. შედეგად, სტუდენტი არა მხოლოდ პერსონალურ სასწავლო რესურსს ქმნის, არამედ AI-სთან გააზრებული, ეფექტური და პასუხისმგებლიანი მუშაობის პრაქტიკულ უნარებსაც ივითარებს.

ინიციატივა BTU-ში მიმდინარე ფართო პროცესის ნაწილია. პარალელურად, უნივერსიტეტის პროფესორები და ლექტორები საკუთარი კურსებისთვის ქმნიან AI აგენტებს, რომლებიც სილაბუსს, ლექციების შინაარსსა და შესაბამის ლიტერატურას ეფუძნება. შედეგად, AI აგენტები სასწავლო პროცესის როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მხარეს ინტეგრირდება.

BTU-ს მიდგომით, AI-მ სწავლა არ უნდა ჩაანაცვლოს. სტუდენტმა უნდა იცოდეს, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, რა შესაძლებლობები და შეზღუდვები აქვს და როგორ გამოიყენოს ის ცოდნის უკეთ გასააზრებლად, გასაღრმავებლად და დამოუკიდებელი სწავლისთვის.

ამ ინიციატივით BTU ქმნის სასწავლო გარემოს, სადაც სტუდენტი AI-ის მხოლოდ მომხმარებელი აღარ არის - ის თავად ქმნის, ამოწმებს და მართავს საკუთარ AI ასისტენტს.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს