პიტერ მადიარის განცხადებით, უკრაინული ნავთობის უნგრეთში შენახვას არ დაუშვებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პიტერ მადიარის განცხადებით, სანამ მისი პარტია „ტისას” მთავრობა ხელისუფლებაშია, უკრაინის ნავთობსაცავი ქვეყანაში არ აშენდება.

უნგრეთის პარლამენტმა განიხილა კვირას უკრაინის „ნაფტოგაზსა“ და კომპანია Mol-ს შორის თანამშრომლობის შესახებ კვირას ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც უკრაინის სტრატეგიული ნავთობის მარაგების უნგრეთში შესაძლო შენახვას ეხება.

ამასთან დაკავშირებით, მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთში უკრაინული ნავთობის შესანახი ობიექტი “ტისას” მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არ აშენდება.

უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, Mol-მა უკრაინის „ნაფტოგაზთან“ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ვიქტორ ორბანის დროს დაიწყო, თუმცა ამჟამინდელი მთავრობა მიუღებლად მიიჩნევს, რომ კომპანიამ უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები მთავრობის თანხმობის გარეშე აწარმოა.

კომპანია Mol-ის განმარტებით, საკითხი ჯერ არ მისულა იმ ეტაპამდე, რომ მის შესახებ მთავრობის ინფორმირება საჭირო იყოს.

Mol-ის ცნობით, ისინი ამჟამად მხოლოდ მოსამზადებელი პროცესის დასაწყისში არიან, რომელიც შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს და რომლის დროსაც ისინი უნგრეთში გაზის შენახვის ტექნიკურ, ფინანსურ და მარეგულირებელ პირობებს იკვლევენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ვინაიდან ეს პროცესი, სავარაუდოდ, ხანგრძლივი იქნება, მთავრობა ამის შესახებ ინფორმირებული არ არის.

Mol-ში მიიჩნევენ, რომ „ნაფტოგაზთან“ ხელმოწერილი განზრახულობის დეკლარაცია საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება.

საკითხს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როდესაც პოლიტიკა პრაგმატულ ბიზნესში ერევა, ამას კარგი არაფერი მოაქვს.

„კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს უკრაინულ და უნგრულ ენერგეტიკულ კომპანიებს შორის ორმხრივ მემორანდუმში შეთანხმებულ პირდაპირ, პრაგმატულ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. როდესაც პოლიტიკა პრაგმატულ ბიზნესში ერევა, ამას კარგი არაფერი მოაქვს”, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებაში.

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელიც ბოლო დროს ბუდაპეშტიდან ისმის, კიევის გაკვირვებას იწვევს.

“როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანი წავიდა, მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა კვლავ აყვავებას განაგრძობს“, - აღნიშნა ანდრეი სიბიგამ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს